ანრი ოხანაშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია იყო ძალიან გულწრფელი, არგუმენტირებული, სახელმწიფოებრივი აზროვნებით გაჯერებული

12:35, 28.06.2019

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძალიან კარგად აცნობიერებს და გრძნობს პასუხისმგებლობას და მის ანგარიშვალდებულებას თითოეული დაზარალებულისა და მათი ოჯახების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საზოგადოებამ გუშინ მოისმა გიორგი გახარიას გულწრფელი, სახელმწიფოებრივი აზროვნებით გაჯერებული პოზიცია.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის ძალიან გულწრფელი სახელმწიფოებრივი აზროვნებით გაჯერებული პოზიცია. ასევე, მისი უდიდესი პასუხისმგებლობა როგორც მომხდართან დაკავშირებით, ასევე პოლიციელების ოჯახებისა და დაზარალებული მოქალაქეების მიმართ. შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან კარგად აცნობიერებს და გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და მის ანგარიშვალდებულებას თითოეული დაზარალებულის, მათი ოჯახებისა და თითოეული დაზარალებული პოლიციელის და მათი ოჯახების მიმართ. ეს იყო ძალიან გულწრფელი, ძალიან არგუმენტირებული, სახელმწიფოებრივად გაჯერებული პოზიცია და მისი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ იგი პასუხისმგებელია საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, იმაზე, რაზეც შინაგან საქმეთა ზრუნავს. ეს მისი ვალდებულებაა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი თავს ვალდებულად მიიჩნევს, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი, რომ სახელმწიფომ სრულად იფუნქციონიროს.

„მე გავიგე ყველა პასუხი და უმთავრესი პასუხი, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ის ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, გრძნობს, აცნობიერებს და თავს ვალდებულად თვლის, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი, რომ სახელმწიფომ სრულად იფუნქციონიროს. დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა სრულად იფუნქციონირონ და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხობა დაცული იყოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პასუხი ყველა კითხვაზე მიღებულია.

„ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი მივიღეთ. მისი პასუხი უდრიდა ყველაფერს, როდესაც თქვა, რომ ყველა საკითხზე, რაც მოხდა და რაც განვითარდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ის პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი