ანრი ოხანაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არ განახორციელოს
ანრი ოხანაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არ განახორციელოს

შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არ განახორციელოს, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტში ჯერ არ შესულა.

„შარლ მიშელის დოკუმენტში სადმე თუ ნახავთ ჩანაწერს, რომ პარლამენტმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა მათთვის გადაცემული უფლება არ განახორციელონ, მაშინ იქნება სწორი შენიშვნა, მაგრამ მსგავსი არსად წერია. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები იმიტომ არიან წარმოდგენილნი, რომ იმსჯელონ კონკრეტულ საკითხებზე. ვერ გეტყვით, მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას როდის დავიწყებთ. მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტისთვის ოფიციალური გადაცემა არ მომხდარა. ერთი კვირის ვადა არსებობს, რომ პირმა გაასაჩივროს. როცა სია შემოვა, ბიურო გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწეროს და პროცედურები დაიწყება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.