ანრი ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს - გირგვლიანის ოჯახს იცავდით და არის თუ არა მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, ამაზე პასუხს ვერ სცემთ საზოგადოებას
ანრი ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს - გირგვლიანის ოჯახს იცავდით და არის თუ არა მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, ამაზე პასუხს ვერ სცემთ საზოგადოებას

ივანე მერაბიშვილი მიგაჩნიათ თუ არა პოლიტპატიმრად? გირგვლიანის ოჯახს იცავდით და არის თუ არა მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, ამაზე პასუხს ვერ სცემთ საზოგადოებას – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ლელოს“ წევრს, შალვა შავგულიძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გირგვლიანის ადვოკატს არ უნდა უჭირდეს პასუხის გაცემა კითხვაზე, იყო თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი.

ამასთან, შავგულიძემ დეპუტატს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების ნახვა ურჩია.

„მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, მე გირჩევდით, გენახათ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა და ეს თქვენი ხელისუფლების მოხერხება და დამსახურებაა, რომ მერაბიშვილის მიმართ სამართალწარმოებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებდა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევით, რაც ნიშანვს, რომ სამართალწარმოება ხორციელდებოდა არა სამართალწარმოების, არამედ სხვა მიზნებისთვის და როცა პოლიტიკოსის მიმართ აწარმოებს რაღაცას სხვა მიზნებისთვის, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ე.ი. პოლიტპატიმარიაო. მერაბიშვილის მიმართ თუ გაჩნდა ფრაზა, პოლიტპატიმრობის, „ქართული ოცნების“ არასწორი სამართალწარმოების დამსახურებაა, რასაც გილოცავთ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ამის პასუხად ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანზე, რომელიც მთავარი შემოქმედი იყო იმ ყველაფრის და ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულისთვის ამხილა, შავგულიძეს უჭირს თქვას, პოლიტპატიმარი იყო ის თუ არა.

„მე არ ვიცი, რაში წერია, რადგან გადახვედით ისეთ საკითხებზე, ახსენეთ როდიონოვი და ვინ არ დარჩა ვინც გამოგრჩათ? უახლოეს წარსულზე გესაუბრეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს თქვენი განწყობა, ადამიანი, რომელიც გირგვლიანის ინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, ამბობდა, რომ ვიცავდიო, ადამიანზე, რომელიც მთავარი შემოქმედი იყო იმ ყველაფრის და შემდგომ სისტემური დანაშაულისთვის ამხილა ის ხელისუფლებამ, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, გიჭირთ თქმა, პოლიტპატიმარი იყო თუ არა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი