ანრი ოხანაშვილი - სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც მმართველ გუნდში გადაწყვეტილებას მიიღებენ
ანრი ოხანაშვილი - სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც მმართველ გუნდში გადაწყვეტილებას მიიღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც მმართველ გუნდში კონსულტაციებს გაივლიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უწევს.

მისი თქმით, მან სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე მიიღო.
დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა როდის გაიმართება.

„კონკრეტული თარიღი დასახელებული არ ყოფილა. სამუშაო ჯგუფის ეფექტური მუშაობისთვის პროცესში ვინ უნდა იყოს ჩართული, ამის თაობაზე უმრავლესობა კონსულტაციებს გაივლის და გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ არის მოწვეული და რა ფორმატია, ვერ გეტყვით. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერაზე აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.