ანრი ოხანაშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ არ ხდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა, ვინაიდან ეს ქმნის საფრთხეს
ანრი ოხანაშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ არ ხდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა, ვინაიდან ეს ქმნის საფრთხეს

საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ოკუპაციის პირობებში, რომ ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არ ხდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა, ვინაიდან ეს იწვევს მთელ რიგ პრობლემებს და ქმნის საფრთხეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მოქმედი სანქცია საკმარისი არ არის.

„აკრძალულია და ითვლება, რომ დარღვევაა წინასაარჩევნო კამპანიაშია აგიტაციის გაწევა. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს საკითხი უფრო კარგად უნდა ადმინისტრირდეს. საია-ს დასკვნა იყო 2018 წელს, სადაც ამბობდნენ, რომ დღეს მოქმედი სანქცია არ არის საკმარისი, ამიტომ, კანონპროექტი დავაინიცირეთ, არის შენიშვნები, თუმცა უფრო პროპორციული სანქციის დაწესების შემთხვევაში შეგვიძლია, ეს პროექტი დავხვეწოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.