ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურები იყო.

დეპუტატის თქმით, გერმანიის ელჩს მისი გეგმა და ხედვა გააცნო, თუ როგორ უნდა წარიმართოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.

„იმ პროცესთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომელიც პარლამენტში უნდა წარიმართოს. შეხვედრაზე პოზიციები გავცვალეთ, თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის წარმართვა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს პროცესი იყოს გახსნილი, პროცესში ჩართული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა დაინტერესებული სუბიექტი. ამ ყველაფერმა პროცესისადმი საზოგადოებაში მაქსიმალური ნდობა უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.