ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ლევან კასრაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი და საელჩოს ატაშე როიალ ფაშაევი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.