ანრი ოხანაშვილი – საქართველოს მიღწევებმა თავდაცვის სფეროში დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა

18:31, 08.10.2018

საქართველოს მიღწევებმა თავდაცვის სფეროში დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მადლობას უხდიან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას თავდაცვის სფეროში სამაგალითო რეფორმებისთვის და ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის.

„ეს ერთდროულად ნიშნავს საქართველოს, როგორც, აშშ-ის ძალიან სანდო პარტნიორად აღიარებასა და საქართველოსთვის მტკიცე მხარდაჭერის შეუქცევადობას ნატო-ში გაწევრიანების პროცესში”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი