გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა
საპროკურორო საბჭოს ფარგლებში უზრუნველვყოფთ კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, დღეში ორ კანდიდატთან გასაუბრება შედგება და ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე.
„საპროკურორო საბჭოს ფარგლებში უზრუნველვყოფთ კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. დღეში გავესაუბრებით ორ კანდიდატს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდება აუდიოჩანაწერი ამ გასაუბრების და ასევე ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა ეს გასაუბრება, რათა პროფესიულ წრეებს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, თვალყური ადევნონ ამ პროცესს. როგორც გამჭვირვალედ დაიწყო ეს პროცესი, ისე გამჭვირვალედ გაგრძელდება. ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტი გამჭვირვალობისა და ღიაობის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.