ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო ოპოზიციას აქვს უამრავი ბერკეტი საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის, თუ არ სურთ, ეს არის ზურგის შექცევა საკუთარი ამომრჩევლებისთვის
ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო ოპოზიციას აქვს უამრავი ბერკეტი საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის, თუ არ სურთ, ეს არის ზურგის შექცევა საკუთარი ამომრჩევლებისთვის

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შევცვალეთ რეგლამენტი და საპარლამენტო ოპოზიციას აქვს უამრავი ბერკეტი საპარლამენტო კონტროლის, ზედამხედვეობის, საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის, თუკი მათ ეს არ სურთ, სხვა არაფერია, თუ არა ზურგის შექცევა საკუთარი ამომრჩევლებისთვის და ყოფნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ტყვეობაში ყოფნა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ძალიან მძიმე სანახავია დამუნათებული ოპოზიცია.

„ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის ნებისმიერ უფლებას. ეს არის უფლება, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარე აქვს მინიჭებული. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ უფლებას, რომელსაც გამოიყენებენ ოპოზიციური ჯგუფები კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ ისინი ემსგავსებიან ქუჩის ოპოზიციას და მათ არ აინტერესებთ არავის ინტერესი საკუთარი ვიწროპარტიულის გარდა, საკუთარი ამომრჩეველიც კი არ აინტერესებთ და მიატოვეს პანდემიის ფონზე ისე, რომ მათი ამომრჩევლის ხმა არ უნდა ისმოდეს პარლამენტში. თუკი ამაზე ჩამოყალიბებულები არიან და გადაწყვიტეს, ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოება გაარჩევს საბოლოოდ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ დაკარგავენ ამ ამომრჩეველს, რადგან აღმოჩნდა, რომ მათ ამომრჩეველსაც ხმა მიუციათ და მხარი დაუჭერიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ძალიან მძიმე სანახავია ასეთი დამუნათებული ოპოზიცია კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებმაც ახალგაზრდა და პატარა პარტიებს დაუჭირე მხარი იმ იმედით, რომ მათი ხმაც ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ისინი არიან იმედგაცრუებული.

„აღმოჩნდა, ამ ხალხს მხარი დაუჭერია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყვეობაში ჰყავს ეს პარტიები, ეს არის უმძიმესი სანახავი. აბა გაბედოს რომელიმემ, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი და ამომრჩევლის ხმა დააყენოს უპირატესად. ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალეთ რეგლამენტი და საპარლამენტო ოპოზიციას აქვს უამრავი ბერკეტი საპარლამენტო კონტროლის, ზედამხედველობის, საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის. თუკი ეს მათ არ სურთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ზურგის შექცევა საკუთარი ამომრჩევლებისთვის და ტყვეობაში ყოფნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.