ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროდ, „ლელო“ ადგას მარგინალიზაციის გზას, ამ პარტიას რეალურად ჰქვია არა „ლელო“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება
ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროდ, „ლელო“ ადგას მარგინალიზაციის გზას, ამ პარტიას რეალურად ჰქვია არა „ლელო“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება

მეათე მოწვევის პარლამენტში ამბიციურ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შედგა საინტერესო თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამბიციური საარჩევნო რეფორმა შედგა.

„ამბიციური საარჩევნო რეფორმის მთავარი მამოძრავებელი იყო „ქართული ოცნება“ და ის პოლიტიკური ოპოზიციონერი კოლეგები და ჯგუფები, რომელბმაც ასევე კეთილსინდისიერად დაიცვეს შარლ მიშელის შეთანხმება და მხარი დაუჭირეს ამ დოკუმენტს. მეათე მოწვევის პარლამენტში ამბიციურ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შედგა საინტერესო თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებითაც, „ლელო“ ადგას მარგინალიზაციის გზას. რეალურად ამ პარტიას ჰქვია არა „ლელო“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება. არ ვიცი, მერამდენე განშტოებაა, „ლეიბორისტები“ არიან პირველი თუ მეორე ესენი არიან, თვითონ ჩამოყალიბდნენ. რა თქმა უნდა, ამით უხეშად, პირდაპირ, მიზანმიმართულად დაირღვა შარლ მიშელის შეთანხმება. მე მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამას ყველაფერს ჰქონდეს შესაბამისი, ადეკვატური, სულ მცირე, დიპლომატიური რეაქცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.