ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ დღის წესრიგშია, რასაც ჰქვია ცესკო-ს მიმართ შტურმი
ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ დღის წესრიგშია, რასაც ჰქვია ცესკო-ს მიმართ შტურმი

სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ დღის წესრიგშია, რასაც ჰქვია ცესკო-ს მიმართ შტურმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი მიმდინარე კვირას ვეტოს დაძლევაზე არ იმსჯელებს.

„არ ვჩქარობთ, წესებს გავყვებით. მიმდინარე კვირაში ვეტოს დაძლევაზე არ ვიმსჯელებთ. მომდევნო პლენარულ სხდომაზე დასკვნას მოვამზადებთ. თუ პრეზიდენტის შენიშვნებს ნახავთ, აღმოჩნდება, რომ  პრეზიდენტს ვენეციის კომისიისგან განსხვავებული მოსაზრების შემოთავაზება სურს. აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიამ გადაწყვეტილების მიღება 2/3-ით რომ შემოგვთავაზა, პრეზიდენტმა უფრო დაბალი კვორუმი შემოგვთავაზა. მისი პოზიციაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ დღის წესრიგშია, რასაც ჰქვია ცესკო-ს მიმართ შტურმი. ამით ნიადაგს ამზადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უკვე გაყალბებულია. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ. როცა იცი, არჩევნებს აგებ, რაღაც გარემოება უნდა შეამზადო და აქ მოწინავე ადგილი პრეზიდენტად წოდებულ პირს უკავია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.