ანრი ოხანაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა საპროკურორო ფუნქციის დამატება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, მზად ვართ, ვიმსჯელოთ
ანრი ოხანაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა საპროკურორო ფუნქციის დამატება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, მზად ვართ, ვიმსჯელოთ

ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დავიწყეთ საკითხების იდენტიფიცირება. სუბიექტებს, ვინც სამუშაო ჯგუფში არიან წარმოდგენილები, ვის რა მიაჩნია გამოწვევად. ყველამ დასვა კონკრეტული წინადადება. ამ წინადადებებთან დაკავშირებით ჩვენ მომდევნო შეხვედრაზე გვექნება უკვე საგნობრივი დისკუსია და სიღრმისეული განხილვა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე დასახელდა რამდენიმე საკითხი განიხილეს.

„დასახელდა ფინანსური და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ორივე სამსახურის შემდგომი გაძლიერების საკითხზე მუშაობა სოციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი მზად არიან და მათი სამსახური შეძლებს, რომ სამსახურის საქმიანობის მანდატი გაფართოვდეს ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში. აქამდე მხოლოდ მე-18 მუხლის კონტექსტში აწარმოებენ საგამოძიებო მოქმედებას. თუმცა, მათი მხრიდან არსებობს მზაობა და ინტერესი კონვენციური მუხლების სხვა მუხლების გამოძიებასთან დაკავშირებით. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მხრიდან გაჟღერდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ კანონთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობის გაგრძელების სურვილი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა საპროკურორო ფუნქციის დამატება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ ამ სამსახურებთან დაკავშირებით. ყველა საკითხი იდენტიფიცირებულია. ორივე სამსახურის ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით, როგორც ცალკეული ოპოზიციური პარტიის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და სახალხო დამცველი წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ ორივე სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში არჩევისთვის კვორუმი გადაიხედოს. მათი შემოთავაზებაა რომ 76 ხმაზე მეტი იყოს, 90 ან 100 ხმა. სხვადსხვა ვერსიები გაჟღერდა. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ აღნიშნა, ამ სამსახურების ხელმძღვანელების ხმათა 2/3 არჩევა მიაჩნია სწორად. ეს საკითხიც განხილვის საგანი იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.