ანრი ოხანაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფეხქვეშ უკვე მერამდენედ თელავს, რაც უმძიმესი ფაქტია, მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს სამუდამოდ ჩაეწერება
ანრი ოხანაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფეხქვეშ უკვე მერამდენედ თელავს, რაც უმძიმესი ფაქტია, მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს სამუდამოდ ჩაეწერება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამუდამოდ ჩაეწერება, რომ მან კონსტიტუცია გათელა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთელი ცხოვრება გაჰყვება.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფეხქვეშ უკვე მერამდენედ თელავს, რაც უმძიმესი ფაქტია. მას პოლიტიკურ ცხოვრებაში სამუდამოდ ჩაეწერება, ამ ადამიანმა ფეხქვეშ როგორ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, როგორ არაფერს ნიშნავს მისთვის ჩვენი საზოგადოების ნება, კონსტიტუცია იყოს დაცული. ამიტომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთელი ცხოვრება გაჰყვება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა.