ანრი ოხანაშვილი - საკუთარი დანაშაულების სხვაზე გადაბრალება არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და შკლიაროვის ერთი პროპაგანდისტული სქემა
ანრი ოხანაშვილი - საკუთარი დანაშაულების სხვაზე გადაბრალება არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და შკლიაროვის ერთი პროპაგანდისტული სქემა

ნაციონალური მოძრაობა ისეთ სქემას ავითარებს, რაშიც თვითონ ძალიან კარგად არის გათვითცნობიერებული – ეს არის “ნაციონალური მოძრაობისა” და შკლიაროვის ერთი პროპაგანდისტული სქემა საკუთარი დანაშაულები გადააბრალონ სხვას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

„2012 წლამდე ყალბ სიებთან და გაყალბებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” ძალიან აქტიური მაღალი თანამდებობის პირიც კია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის მათი აპრობირებული პრაქტიკა, რომლის გადმოტანასაც ხელისუფლების მისამართით ცდილობენ“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, არჩევნების მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

„გავიხსენოთ ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერის ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, ისინი დარწმუნებული არიან, რომ არჩევნების მეორე ტური საქართველში ჩატარდება ისეთივე მაღალპროფესიონალიზმით, როგორც ჩატარდა პირველი ტური, როგორც ჩატარდა აქამდე ყველა არჩევნები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდობიან, კონკურენტულ გარემოში უზრუნველვყოთ არჩევნების ჩატარება. ამ პირობას დავიცავთ და არჩევნები ჩატარდება მაღალი პროფესიონალიზმით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ცივილიზებულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენ არჩევნებს ვატარებთ მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში და ამის გარანტი იქნება სწორედ ხელისუფლება” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.