ანრი ოხანაშვილი - სახალხო დამცველმა 20-21 ივნისის საქმეზე უნდა ისაუბროს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით
ანრი ოხანაშვილი - სახალხო დამცველმა 20-21 ივნისის საქმეზე უნდა ისაუბროს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით

სახალხო დამცველი უნდა საუბრობდეს არა მხოლოდ პოლიტიკოსის მსგავსი გზავნილებით, არამედ უნდა ისაუბროს, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, რომელიც ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა 20 ივნისის საპროტესტო აქციის თაობაზე.

ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, თუ რაიმე ფაქტი აქვს, რაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი, ამის შესახებ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებას მიმართოს.

„არ მგონია, სასურველი იყოს, ან სახალხო დამცველს თვითონ მოსწონდეს მისი განცხადებების შეფასება ისე მოხდეს, როგორც პოლიტიკოსის გამონათქვამის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა. ნინო ლომჯარიას თქმით, წლის განმავლობაში ჩატარებული აქციების დროს ხშირად იყო ძალის გადამეტება, მათ შორის: 20-21 ივნისის მოვლენებზე.