ანრი ოხანაშვილი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზნით, ეს არის საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა
ანრი ოხანაშვილი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზნით, ეს არის საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზნით, ეს მიზანია ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გატარებული ღონისძიებები და ვადის გაგრძელება მხოლოდ იმას ეფუძნება, რომ ქვეყანა იყოს სათანადოდ აღჭურვილი იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც საზოგადოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს.

„ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვაქვს პასუხისმგებლობა ისეთი წესები შევიმუშაოთ, რომელიც ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე გაამართლებს. შესაბამისად, ეს არის ლეგიტიმური საფუძველი, რომ ასეთი ღონისძიებები გავატაროთ. ამ პასუხისმგებლობას პირნათლად ვასრულებთ და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. მიზანია, დავიცვათ, მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. საკითხს პრეზიდენტი წარადგენს მოტივაციას და დასაბუთებას. პოლიტიკური კამათი გათვალისწინებული რეგლამენტით არ არის, მაგრამ მათ საშუალება ექნება5, 10-10 წუთით ისარგებლონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.