ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს, ღირსეული კანდიდატების არჩევა გამჭვირვალედ წარიმართოს
ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს, ღირსეული კანდიდატების არჩევა გამჭვირვალედ წარიმართოს

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მთელი პროცესისადმი საზოგადოების მონიტორინგს უზრუნველყოფს, – ამის შესახებ პარლმენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული კანონი მრავალეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს.

„ჩვენ პროცედურულად და დეტალურად გავწერეთ ის, რაც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, ერთი მხრივ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება, კანდიდატების შერჩევისა და პარლმენტში წარდგენის პროცესი  მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და შემდეგ, პარლამენტმა თითოეული კანდიდატის მოსმენა და ღირსეული კანდიდატების არჩევა ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროდ უზრუნველყოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.