ანრი ოხანაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოყვება
ანრი ოხანაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოყვება

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოყვება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, ამიტომ ამ პროცესში რა შესაძლებლობები და რა მექანიზმებიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, რა თქმა უნდა, ყველა ზომას გამოიყენებს ხელისუფლება. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ყველა ფორმატში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი