ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი უზრუნველყოფილია ვიზიტორებით, მისი უფლებები დაცულია, ერთადერთი, რაც პირადად მასზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფოზე, არის საკვების მიღება
ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი უზრუნველყოფილია ვიზიტორებით, მისი უფლებები დაცულია, ერთადერთი, რაც პირადად მასზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფოზე, არის საკვების მიღება

სააკაშვილი უზრუნველყოფილია ვიზიტორებით, მისი უფლებები გარანტირებული და დაცულია. ერთადერთი, რაც პირადად მასზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფოზე, არის საკვების მიღება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი საკვების არმიღებით თვითდაზიანების რეჟიმზეა გადასული.

„განცხადებებით როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. პატიმარმა შეიძლება, უფლებრივი სტანდარტის გაუმჯობესება მოითხოვოს, მაგრამ ამას კი არ ითხოვს და იმაზე კი არ საუბრობს, რომ მისი უფლებრივი მდგომარეობა რაიმე ფორმით შელახულია, არამედ გადასულია თვითდაზიანების რეჟიმზე. ერთადერთი, რაც მან უნდა გააკეთოს, საკვების მიღების შესახებ რეკომენდაციის შესრულებაა. თუ ოჯახს სურს უცხოელი ექიმების ჩართვა, ესეც უზრუნველყოფილი იქნება – გაუგებარია, სად რჩება სივრცე სპეკულაციისთვის, რადგან არავითარი სასპეკულაციო სივრცე აღარ არსებობს, ყველაფერი ხელისგულზე დევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.