ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი მელიას თუ ეტყვის, გირაოს პირობები კიდევ დაარღვიოს და დაარღვევს, კიდევ მოხდება მისი დაკავება, ეს ხალხი ჩამოკიდებულია სააკაშვილის ინტერესებზე
ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი მელიას თუ ეტყვის, გირაოს პირობები კიდევ დაარღვიოს და დაარღვევს, კიდევ მოხდება მისი დაკავება, ეს ხალხი ჩამოკიდებულია სააკაშვილის ინტერესებზე

ნიკანორ მელიას შეეძლო, დარჩენილიყო იქ, სადაც იყო. ევროკავშირი ერთგულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის, ქართული ინსტიტუციების და იმ მართლმსაჯულების, რომელმაც ერთადერთი სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ადამიანები ერთი კაცის მძევლები რომ არიან, ეს ფაქტია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებენ.

„ნიკა მელიას განცხადება არის სიყალბე, ციხეში შესვლა-გამოსვლას ვერ ასწრებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ისეთ საკითხებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს ხომ აბსურდია. ნუ ცდილობენ, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ. ეს ხალხი ჩამოკიდებულია მათი ბელადის, სააკაშვილის ინტერესებზე. თუ სააკაშვილი მელიას ეტყვის, გირაოს პირობები კიდევ უნდა დაარღვიოს და დაარღვევს, კიდევ მოხდება მისი დაკავება. თუ შემდეგ სააკაშვილი ეტყვის, ევროკავშირის გირაო არ მიიღოს, იგივეს გაიმეორებს. ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ დადგმული სპექტაკლი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი