ანრი ოხანაშვილი - რომან გოცირიძე ძალიან მაგრად არის შემცდარი, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშია“
ანრი ოხანაშვილი - რომან გოცირიძე ძალიან მაგრად არის შემცდარი, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშია“

რომან გოცირიძე ძალიან მაგრად არის შემცდარი, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშია“ და იმ ძალასთან ასოცირდება, რომლისთვისაც სულერთია ევროსასამართლო და ის ღირებულებები, რაზეც სტრასბურგის სასამართლო დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებას გამოეხმაურა.

ოხანაშვილის თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულერთი იყო როგორც გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის საქმეები, ასევე მოქალაქეების წამება და ტერორი.

„ევროსასამართლოს არ აღიარებდნენ და მათთვის სტრასბურგის სასამართლო არაფრის მომცემი იყო. ეს ადამიანები თავს დებდნენ პროდასავლურობაზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და დემოკრატიის განვითარების საჭიროებაზე. მათი რეალური სახე კი ჩანს, ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფია. მათ არც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება აინტერესებთ და არც – საზოგადოების. ნიღაბი ჩამოიხსნეს და გამოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ადარდებდათ არა ქვეყნის განვითარება, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესები, რისთვისაც ყველაფერზე არიან წამსვლელი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე შეცდომა დაუშვა.