ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, ელენე ხოშტარიას რუსეთის ჰიმნთან მიმართებაში ნოსტალგია აქვს
ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, ელენე ხოშტარიას რუსეთის ჰიმნთან მიმართებაში ნოსტალგია აქვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პლენარულ სხდომაზე, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან საბჭოთა ჰიმნის აჟღერებას დეპუტატისთვის შეუფერებელ საქციელად მიიჩნევს.

ოხანაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ელენე ხოშტარიას საბჭოთა და რუსეთის ჰიმნი მოენატრა.

„ეს იყო დეპუტატისთვის სრულიად შეუფერებელი საქციელი. ოკუპაცია არ არის მხოლოდ ტერიტორიის ოკუპირება, ოკუპაცია ხორციელდება სიტყვითაც. ვერბალურად, ოკუპაციას შეიძლება კონკრეტული გამოხატულების ფორმები ჰქონდეს და ეს ადამიანი იყო რუსული ოკუპაციის გამოვლინება, რომელმაც საქართველოს პარლამენტის დარბაზში სცადა და რუსული ჰიმნი ჩართო. მივესალმები ყველა იმ ადამიანის დამოკიდებულებას, ვისთვისაც ასეთი უსაქციელობა მიუღებელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა, ელენე ხოშტარიას მხრიდან რუსული იდეის გაჟღერების მცდელობა საქართველოს პარლამენტში. როგორც ჩანს, რუსულ და საბჭოთა ჰიმნთან მიმართებაში ნოსტალგია აქვთ და ჰიმნს მიზანმიმართულად პოპულარიზაცია გაუკეთეს, რაც ამაზრზენია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.