ანრი ოხანაშვილი - როგორ შეიძლება, ვინმე გაჰყვეს ქუჩაში ბიუჯეტის ქურდს, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა, ან ნინო ბურჯანაძეს, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა
ანრი ოხანაშვილი - როგორ შეიძლება, ვინმე გაჰყვეს ქუჩაში ბიუჯეტის ქურდს, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა, ან ნინო ბურჯანაძეს, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა

როგორ შეიძლება, ვინმე გაჰყვეს ქუჩაში ბიუჯეტის ქურდს, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა, ან ნინო ბურჯანაძეს, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა? – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციას ვინმე შეუერთდეს.

„ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს? როგორ შეიძლება, ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში? 50 მილიონს რომ კაცი მოიპარავს, როგორ შეიძლება მას ვინმე გაჰყვეს და რა უნდა გააპროტესტოს ბიუჯეტის ქურდთან ერთად? რუსთაველზე რა უნდა გააპროტესტოს ბურჯანაძესთან ერთად, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა? მათი სურვილი, რომ საპროტესტო აქცია ჩაატარონ, კონსტიტუციით იქნება დაცული და უზრუნველყოფილი, თუმცა, ამ ხალხს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ლეგიტიმური პროტესტი ჰქონდეთ და მათ ვინმე შეუერთდეს. რუსთაველის გამზირზე რამდენიც არ უნდა ირბინონ, თუ უნდათ ივარჯიშონ, ზოგ-ზოგიერთს მოუხდება კიდეც, მათ მიმართ ხალხის ნდობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.