ანრი ოხანაშვილი - რამდენიმე მერის მოადგილის გადადგომის საკითხზე საჯარო განცხადებები გაკეთდა, ვინმე თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია, იდავოს
ანრი ოხანაშვილი - რამდენიმე მერის მოადგილის გადადგომის საკითხზე საჯარო განცხადებები გაკეთდა, ვინმე თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია, იდავოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ფოთის, გორისა და ხაშურის მერის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თუ ვინმეს პრობლემა აქვს, შეუძლია, იდაოს.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, არანაირ ზეწოლაზე საუბარი არ არის.

„ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული პირის საჯარო განცხადებები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კონკრეტული პირები საჯარო სამსახურში ეწეოდნენ პარტიულ აგიტაციას. თუ ასეთი შემთხვევაა, ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს, შესაბამისი ზომები მიიღოს. როგორც ჩანს, საქმე ამ ზომების მიღებასთან გვაქვს. თუ ვინმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლიათ, იდავონ. არანაირ ზეწოლაზე საუბარი არ არის, საჯარო განცხადებები გაკეთდა, რომ მათი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი