ანრი ოხანაშვილი - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან
ანრი ოხანაშვილი - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს ურჩევს, არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ელემენტარული პატივისცემა და პოლიტიკური კორექტულობა მართებს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს. ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ მათ ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნებათ. ჩვენ ამ დღის წესრიგში არ შევდივართ, ვინაიდან ისინი წარსულის ჯგუფები არიან, ჩვენ კი, მომავლისკენ ვიყურებით. დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებასთან ერთად მომდევნო წარმატებულ ოთხ წელს შევქმნით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ 30-ვე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გუშინ წარადგინა.