ანრი ოხანაშვილი - რაც არ უნდა იოცნებონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება
ანრი ოხანაშვილი - რაც არ უნდა იოცნებონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა და ასე გაგრძელდება.

„სტრატეგიული პარტნიორისგან შენიშვნა, მოსაზრება და რჩევა ყურადსაღებია. ეს თემა შეგვიძლია, დახურულად გამოვაცხადოთ, რადგან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, რაც არ უნდა იოცნებონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, რომ ამ ურთიერთობას საფრთხე შეექმნას. მათ ამ ურთიერთობაში ქაოსის შეტანა სურთ, რაც არ მოხდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.