ანრი ოხანაშვილი - ქვეყნის წარმატებულად შეფასება გახდა საფუძველი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იერიში მიიტანეს ევროპული სტრუქტურის უმაღლესი დონის წარმომადგენელზე
ანრი ოხანაშვილი - ქვეყნის წარმატებულად შეფასება გახდა საფუძველი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იერიში მიიტანეს ევროპული სტრუქტურის უმაღლესი დონის წარმომადგენელზე

ქვეყნის წარმატებულად შეფასება გახდა საფუძველი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იერიში მიიტანეს ევროპული სტრუქტურის უმაღლესი დონის წარმომადგენელზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა საქართველოს წარმატებაზე, რაც ოპოზიციის მხრიდან მასზე თავდასხმის საფუძველი გახდა.

„ყველაზე დიდი პარადოქსია ის, რომ ევროკომისარმა ისაუბრა ქვეყნის წარმატებაზე და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმატებაზე. ქვეყნის წარმატებულად შეფასება საფუძველი გახდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იერიში მიიტანეს ევროპული სტრუქტურის უმაღლესი დონის წარმომადგენელზე. ეს არის ის, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანებს პარტიული ინტერესი უფრო პრიორიტეტულად მიაჩნიათ, ვიდრე ქვეყნის წარმატება და ხალხის ინტერესი. ამიტომ არიან იქ, სადაც არიან და ხალხი ამიტომ არ აძლევთ გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. გახსოვთ, ევროპული პერსპექტივა რამდენად პოზიტიურად შეფასდა ევროპელი ლიდერების მხრიდან და თქვეს, რომ ქვეყანა არის წარმატებული. ოპოზიციამ კი, რადიკალური ინტერესებიდან გამომდინარე, არათუ ეს მოიწონა და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, არამედ ეს გახდა მათზე იერიშის მიტანის საფუძველი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.