ანრი ოხანაშვილი - ქართულმა საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი წარსულ ჩაბარდა
ანრი ოხანაშვილი - ქართულმა საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი წარსულ ჩაბარდა

ქართულმა საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი წარსულ ჩაბარდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.

„სააკაშვილი არის წარსული. დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ჩაბარდა წარსულს. ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყნის წინსვლასა და სწრაფ განვითარებას. ჩვენ დავიცავთ საზოგადოებასა და იმ ხმებს, იმ მობილიზებულ ერთობას, რაც დღეს ვაჩვენეთ.

არავის არ მივცემთ საშუალებას, რაიმე ფორმით მოახდინონ ესკალაცია. ჩვენ ვართ მოწოდებული, შევინარჩუნოთ მშვიდობა. შესაბამისად, მისი განცხადებები არის მცდელობა რაიმე ფორმით საკუთარი თავი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.