ანრი ოხანაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული ​კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერს
ანრი ოხანაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული ​კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერს

ამნისტიის პროექტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი პრინციპების დონეზე, როგორც იყო შემოთავაზებული. არის გარკვეული შინაარსობრივი დაზუსტებები, მაგალითად, საუბარი იყო დაზუსტებულიყო კონკრეტული დღე 20-21 ივნისი და ეს დაზუსტება. ასევე არის პროცედურული საკითხები დაზუსტების მიზნით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტში არსებითი ხასიათის ცვლილება არ არის.

„თუ იქნება რაციონალური ინიციატივა, ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება ამნისტიის გამოცემაზე შარლ მიშელის ჩანაწერს. ეს არია მთავარი სულისკვეთება, რომ ამნისტიის მიღების არსი უნდა იყოს ამ რთული, მძიმე და მტკივნეული დღის პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთად დაძლევა. ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას, ყველა პირს, ყოველგვარი წინაღობების გარეშე. რაც შეეხება თანხმობის საკითხს, სრული სპეკულაციაა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ვინმეს სთხოვს ამნისტია გავრცელდეს თუ არა მასზე, თანხმობას. ავტონატურად გავრცელდება ამნისტია თუ პირი არ დააფიქსირებს იმას, რომ არ სურს მას მიიღოს პატიება სახელმწიფოსგან. მარტივი ლოგიკაა – როგორ შეიძლება, ადამიანი ვაიძულოთ, მიიღოს ამნისტია თუ არ სურს მიღება. ოპოზიცია გვეუბნება, უნდა ვაიძულოთ. ავტომატურად დაიწყება ამნისტიის გავრცელება, თუ პირი მიზანმიმართულად არ დააფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას. თუ ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება პირდაპირ შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა. საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, ამ ყველაფერს შეფასება მიეცეს, რატომ გადიან შეთანხმებიდან და რატომ არღვევენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.