ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს კეთილსინდისიერად ასრულებს
ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს კეთილსინდისიერად ასრულებს

შარლ მიშელის დოკუმენტით რაც ვიკისრეთ, სრულფასოვნად შესრულდება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაზე მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს კეთილსინდისიერად ასრულებს. რა თქმა უნდა, შეთანხმების ერთგული ვართ. შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტია სასამართლოს რეფორმა. სწორედ იმიტომ ვიკრიბებით, რომ დოკუმენტის განხილვა დავიწყოთ. დოკუმენტით რაც ვიკისრეთ, სრულფასოვნად შესრულდება. 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ სწორედ სისტემურ ცვლილებებს ახორციელებს და არა კოსმეტიკურს. პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა, ეს იყო სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია. ამის შემდეგ იყო სასამართლო სისტემის გახსნა და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება. ასევე გვაქვს ხედვა, რომ სისტემური ცვლილებები უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.