ანრი ოხანაშვილი - „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე გავლენის ბერკეტები რომ ჰქონდეს, ეს ასახული იქნებოდა იმ გადაწყვეტილებებში, რასაც „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უწოდებს
ანრი ოხანაშვილი - „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე გავლენის ბერკეტები რომ ჰქონდეს, ეს ასახული იქნებოდა იმ გადაწყვეტილებებში, რასაც „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უწოდებს

„ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე გავლენის ბერკეტები რომ ჰქონდეს, ეს ასახული იქნებოდა იმ გადაწყვეტილებებში, რასაც „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მელიას, „რუსთავი 2“-ის საქმეში, ახალაიასა და სხვა პირების საქმეში ვერავინ იტყვის, რომ სასამართლოსთან მიმართებაში რაიმე ჩარევა მოხდა და სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

„ეს ადამიანები ამბობენ, თურმე დღეს სასამართლოს „ქართული ოცნება“ მართავს, ეს არის აბსურდი. „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე გავლენის ბერკეტები რომ ჰქონდეს, ეს ასახული იქნებოდა იმ გადაწყვეტილებებში, რასაც „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უწოდებს. ჩვენი დაკვეთით თუ რაიმე გადაწყვეტილება სრულდება და განაჩენი ასე დგება, გამორიცხულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ასეთ გადაწყვეტილებაში არ თქვას, რომ ეს დაუსაბუთებელი იყო და ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ჩარევას სასამართლოში. ვერც მელიას და ვერც „რუსთავი 2“-ის საქმეში, ვერც ახალაიას და ვერც სხვა პირების საქმეში ვერავინ იტყვის, რომ სასამართლოსთან მიმართებაში რაიმე ჩარევა მოხდა და სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ პირების დღის წესრიგის სიყალბე ხელისგულზე დევს. მათ სტრასბურგის სასამართლო ყველა ჯერზე ეუბნება, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.