ანრი ოხანაშვილი - პრინციპების დონეზე ძირითად საკითხებში თანხვედრაა, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები, ამიტომ „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტს ცალკე დააინიცირებს
ანრი ოხანაშვილი - პრინციპების დონეზე ძირითად საკითხებში თანხვედრაა, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები, ამიტომ „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტს ცალკე დააინიცირებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოახანაშვილის განცხადებით, ვინაიდან პრინციპების დონეზე ძირითად საკითხებში თანხვედრაა, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის პოზიციებს შორის, „ქართული ოცნების“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალკე დააინიცირონ ამნისტიის კანონპროექტი.

ოხანაშვილის განმარტებით, ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული.

„პრინციპების დონეზე არის თანხვედრა ძირითად იდეებსა და საკითხებში, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნას არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პილიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პილიტიზება. აქედან გამომდინარე, ამ ამნისტიის მიზანი მდგომარეობს იმ შეთანხმების შესრულებაში, რაზეც ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ასევე, ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას, ასევე მცდელობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და მსჯავრისგან გათავისუფლების საკითხი შეეხება ასევე პირობით მსჯავრს“, – განაცხადა ანრი ოახანაშვილმა.

ოხანაშვილმა ასევე განმარტა, თუ ვის მიმართ არ გავრცელდება ამნისტია.

„რაც შეეხება იმას, თუ ვიზე შეიძლება, არ გავრცელდეს ამნისტია, ამაზეც მაქსიმალურად დავაახლოვეთ პიზიცია. კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება, გავავრცელოთ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში. ასევე, პირს, რომელსაც არ სურს, ისარგებლოს ამნისტიით, სრულდ ექნება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი