ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს, დაბრკოლება იქნებოდა კანონის არაღსრულება
ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს, დაბრკოლება იქნებოდა კანონის არაღსრულება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე პასუხი აგოს.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დადასტურებულად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და თუ რამე იქნებოდა დაბრკოლება, ეს კანონის არაღსრულებაა. არავინ უარყოფს, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს. როგორ წარმოგიდგენიათ, კანონის უზენაესობას რა ფასი აქვს და ვინ დაიცავს კანონს, როცა ხედავენ, რომ ადამიანი დანაშაულს ჩადის და შემდეგ ხდება აპელირება, რომ იცი, დანაშაული კი ჩაიდინა, მაგრამ კანონი არ უნდა აღსრულდეს. მაშინ რა ფასი აქვს სამართლებივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას?“ – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.