ანრი ოხანაშვილი - პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა ნიშნავს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევას, ამას წერტილი უნდა დაესვას
ანრი ოხანაშვილი - პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა ნიშნავს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევას, ამას წერტილი უნდა დაესვას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებებს და არა – მოსამართლეების საქმეებს, მათ გადაწყვეტილებებს, ნიშნავს პირდაპირ ზეწოლას მოსამართლეებზე.

ოხანაშვილის შეფასებით, ეს არის სასამართლო სისტემაში ჩარევა.

„ვინმეს თუ რამე აქვს განსახილველი და რაღაცით შეიძლება შეფასდეს მოსამართლის საქმიანობა, ეს არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლომ, მათ შორის, გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეებზე თქვა, რომ ქართული სასამართლო ყოველ ჯერზე კანონის სრული დაცვითა და ევროპული კონვენციის შესაბამისად მოქმედებდა. როცა გადაწყვეტილებების საკრიტიკო სივრცე არ არსებობს, ხდება პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა, რაც ნიშნავს სასამართლოში უხეშ ჩარევას. ეს ევროპული სტანდარტი არ არის, ამას წერტილი უნდა დაესვას“, – განუცხადა ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს.