ანრი ოხანაშვილი - პარტიულ შეხვედრაზე ინტენსიურად განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება
ანრი ოხანაშვილი - პარტიულ შეხვედრაზე ინტენსიურად განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება

პარტიულ შეხვედრაზე ინტენსიურად განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, პარტიის გენერალურ და აღმასრულებელი მდივანი ხელმძღვანელობენ.

„პარტიულ შეხვედრაზე ინტენსიურად განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რათა ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს. განიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ, რომ იყო გამოწვევა და იყო ხარვეზი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.