ანრი ოხანაშვილი - პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა ერთად, ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ, რათა არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას
ანრი ოხანაშვილი - პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა ერთად, ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ, რათა არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას

არამარტო ხელისუფლება, არამედ, ყველა სუბიექტი – პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, ყველა ერთად, ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ, რათა არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„იცით, რომ სახელმწიფო ატარებს ყველა ღონისძიებას, შესაბამისი დაწესებულების მეშვეობით, რათა ერთი მხრივ, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე, ხოლო მეორე მხრივ, არჩევნების ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე და საარჩევნო უფლების რეალიზება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ. იცით, რომ კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, სადაც არის ჩადებული შესაძლებლობა, პანდემიიდან გამომდინარე სპეციალური უბნების შექმნასთან დაკავშირებით. ცესკო მუშაობს ამ საკითხებზე. იცით, რომ პარტიები ჩართულნი არიან ამ საკითხში. ჩვენ, ყველა ერთად, არამარტო ხელისუფლება, არამედ, ყველა სუბიექტი – პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ, რათა არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და იყოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო პირობებში ჩატარებას და საარჩევნო ხმის უფლების რეალიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება დაცული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.