ანრი ოხანაშვილი - პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა, გვაქვს მოლოდინი, რომ დანარჩენი პარტიები ამომრჩეველს სცემენ პატივს და მანდატს ჯანსაღად, ოპონირებისთვის გამოიყენებენ
ანრი ოხანაშვილი - პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა, გვაქვს მოლოდინი, რომ დანარჩენი პარტიები ამომრჩეველს სცემენ პატივს და მანდატს ჯანსაღად, ოპონირებისთვის გამოიყენებენ

პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შემოვიდა, გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველს სცემენ პატივს და მანდატს ჯანსაღად, ოპონირების რეჟიმისთვის გამოიყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შემდგომშიც შევლენ პარლამენტში, ამომრჩევლის ინტერესებს გამოხატავენ. ოხანაშვილის განცხადებით, იქნება ჯანსაღი პაექრობა, რათა საზოგადოებამ ყოველთვის ნახოს და ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შემდგომი პოლიტიკური პროცესებისთვის.

„ყველა ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა. გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს სცემენ პატივს და ის მანდატი, რომელიც მათ მათმა ამომრჩეველმა მისცა, გამოიყენებენ ჯანსაღად და რა თქმა უნდა, გამოიყენებენ, ოპონირების რეჟიმისთვის. ამიტომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა პარტიას აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფლება, როგორ განვითარებას ჰპოვებს ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის სრულად მათზე დამოკიდებული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შემდგომშიც შემოვლენ პარლამენტში, ისინი მათი ამომრჩევლის ინტერესებს გამოხატავენ და ჩვენ გვექნება ჯანსაღი პაექრობა, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ყოველთვის ნახოს და ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შემდგომი პოლიტიკური პროცესებისთვის. ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას და საპარლამენტო ცხოვრებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.