ანრი ოხანაშვილი - პარლამენტის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატის კომპეტენციაზე, კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმსა და უნარებზე
ანრი ოხანაშვილი - პარლამენტის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატის კომპეტენციაზე, კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმსა და უნარებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი აჩვენებს, ვის ექნება პარლამენტის მხარდაჭერა.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, პარლამენტის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება პირის კომპეტენციაზე, კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმსა და უნარებზე, როგორ წარადგენს თავს.

„დღეს ამერიკული მოდელით უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და საჯარო გასაუბრების პირველი დღე შედგა. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება. დანაპირები იყო, რომ ყველას ექნებოდა კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება, რაც შესრულდა. ჩვენი ამოცანაა, ასეთივე გამჭვირვალე მუშაობა გავაგრძელოთ. კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი არის ადრე, მათ გავესაუბრებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. პროცესი აჩვენებს, ვის ექნება პარლამენტის მხარდაჭერა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.