ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - კიდევ დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე, ეს ბანერები წარმოაჩენს იმ ადამიანების რეალურ სახეებს

მე ამ ბანერებს კიდევ დავუმატებდი სტრასბუგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე და ა.შ. იქ ალბათ იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებს წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“.

ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული ბანერები „რადიკალური პილიტიკური ჯგუფების რეალურ სახეს წარმოაჩენს“.

„ჩვენ ყოველთვის საქმიან ფორმატზე ვართ ორიენტირებული და ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას, ამომრჩეველს და ჩვენს მოსახლეობას ვთავაზობთ კონკრეტულ პროგრამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა რადიკალური პილიტიკური ჯგუფები ირჩევენ რადიკალიზაციის გზას, სიძულვილის ენას. ეს ბანერები კი არის იმ ადამიანების რეალური სახე, მათ, ვინც გადაწყვიტეს ამის გაკვრა, იმ ადამიანების რეალური სახეები წარმოაჩინეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.