ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისია კრემლით შეცვალეს
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისია კრემლით შეცვალეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისია კრემლით შეცვალეს, რათა კრემლთან შეათანხმონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. პროექტი, ასევე მათი გეგმები, როგორ იმოქმედებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, რომელიც რუსეთში ნინო ბურჯანაძის ვიზიტს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ ნახა, გავრილოვის შემთხვევაში რა განცხადებები კეთდებოდა.

„ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებათა ერთ მაგიდასთან სხედან, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი კრემლში შეხვედრებისთვის გაემგზავრა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები ნახეთ, როგორ ამართლებენ და მხარდამჭერები არიან, როცა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ეახლა მათი წარმომადგენელი. რისთვის, რაზე უნდა იმსჯელონ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან, კრემლში? ხედავთ, როგორი არათანმიმდევრულები არიან და ცდილობენ, ეს ყველაფერი გაამართლონ. კი არ ცდილობენ, ნინო ბურჯანაძეს ამართლებენ კიდეც. ფაქტია, რომ ვენეციის კომისია შეცვალეს კრემლით, რომ კრემლთან შეათანხმონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. პროექტი, ასევე მათი გეგმები, როგორ იმოქმედებენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი