ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის სამპროცენტიან ნაწილს კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვს, ამიტომ მიმართეს ცირკს
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის სამპროცენტიან ნაწილს კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვს, ამიტომ მიმართეს ცირკს

ოპოზიციის ნაწილი არის სამპროცენტიანი ჯგუფი და იციან, რომ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ, ამიტომ ახლა მიმართავენ ცირკს, არ სურთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და საბაბად სხვადასხვა საკითხს იყენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ეს გაერთიანება საზოგადოების მიერ კიდევ ერთხელ შეფასდება, როგორც არასერიოზული პოლიტიკური ჯგუფები.

„ისინი ჯერ იმაზე არ შეთანხმებულან, რა ღირებულებები აერთიანებთ და ქვეყნის განვითარების რა სტრატეგია ექნებათ. ჩემი პოზიციით, ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა და საზოგადოება ამას არჩევნებზე განაჩენს გამოუტანს. ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატებზეც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არასერიოზულია. არავითარი ხედვა არ წარმოუდგენიათ, არავითარი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. საზოგადოებამ იცის, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი დაიწყეს. ჯერ შესთავაზონ საზოგადოებას, რა სტრატეგია აქვთ, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ. ოპოზიციის ნაწილი არის სამპროცენტიანი ჯგუფი და იციან, რომ კონკურენციის გაწევის არ აქვთ, ამიტომ ახლა მიმართავენ ცირკს, ვიცით, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და საბაბად სხვადასხვა საკითხს იყენებენ. არასერიოზულია მათი ასეთი სცენები. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარმოადგინონ და შემდეგ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.