ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები ხაზს უსვამს, რომ მათი სურვილი არა მოლაპარაკება, არამედ აქციის ჩატარებაა
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები ხაზს უსვამს, რომ მათი სურვილი არა მოლაპარაკება, არამედ აქციის ჩატარებაა

ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები ხაზგასმას აკეთებს და მათ რეალურ მიზნებს ააშკარავებს, რომ მათი სურვილი არა მოლაპარაკება, არამედ აქციის ჩატარებაა. თუ მათ იმის მოლოდინი აქვთ და რეალურად სურთ შეთანხმება, მაშინ ეს შეთანხმება ძალიან მალე უნდა შედგეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი პატივს სცემს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც თუნდაც განსხვავებულ აზრზეა.

„თუ ამ შეთანხმების მოლოდინი გაქვს და პოლიტიკური ჯგუფი ამის ინტერესით ხელმძღვანელობ, მაშინ აქციებს აღარ აანონსებ. მით უმეტეს არ აანონსებ ორი თვის შემდეგ. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც თუნდაც განსხვავებულ აზრზეა და სხვა პარტიას აძლევს ხმას, თუმცა ჩვენ გვინახავს ამ ადამიანების ისეთი აქციები, რომელიც ათკაციანი აქციებია. ასე, რომ ამ ათკაციან აქციებს ალბათ ვნახავთ, ამას თუ აქცია შეიძლება დავარქვათ, თუმცა ყველას უფლება დაცული იქნება. პატივს ვცემ ნებისმიერი იმ მოქალაქის აზრს და მის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც მის პოზიციას გამოხატავს. თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ ერთი მხრივ საუბრობ და მონდომებული ხარ მოლპარაკებათა მაგიდასთან შეთანხმებას მიაღწიო, თუ ამ შეთანხმების მიღწევაზე საუბარი მალე უნდა მოხდეს და 2 თვის თავზე აქვიას აანონსებ. ეს მათ რეალურ აზრებს აშიშვლებს, რომ მათ სურთ არა მოლაპარაკება, არამედ მოლაპარაკების ჩაშლა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.