ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას შევთავაზეთ, დაუჭერდნენ თუ არა მხარს კანონპროექტში ტერმინს, უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების შესახებ, თუმცა განაცხადეს, რომ ეს ცვლილებაც არ არის მისაღები
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას შევთავაზეთ, დაუჭერდნენ თუ არა მხარს კანონპროექტში ტერმინს, უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების შესახებ, თუმცა განაცხადეს, რომ ეს ცვლილებაც არ არის მისაღები

ოპოზიციას შევთავაზეთ, დაუჭერდნენ თუ არა მხარს კანონპროექტში ტერმინს, უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების შესახებ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათთვის არც ასეთი ცვლილება არ არის მისაღები.

„გუშინ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა, დაუჭერდნენ თუ არა მხარს, მათ შორის იმ შემოთავაზებას, რომლის საკითხიც, სხვათა შორის, დააყენა შალვა შავგულიძემ, რომ გამოყენებული ყოფილიყო ტერმინი უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების შესახებ. სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრძანეს, რომ მათთვის ეს ცვლილებაც არ არის მისაღები. შესაბამისად, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ ამ კანონს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.