ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ უნდა აღიაროს მარცხი,  ესეც ერთ-ერთი დემოკრატიული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ უნდა აღიაროს მარცხი, ესეც ერთ-ერთი დემოკრატიული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან

ოპოზიციამ უნდა აღიაროს მარცხი და შეეგუოს, ესეც იქნება ერთ-ერთი დემოკრატიული ნაბიჯი მათი მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიცია იგნორირებას უკეთებს არამხოლოდ კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს, არამედ ისინი იგნორირებას უკეთებენ სახელმწიფო მეთაურების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მილოცვებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტისადმი, ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. მათ მოვუწოდებ და ვურჩევ, რომ აღიარონ მარცხი და მიულოცონ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება. რაც შეეხება ცვლილებებს, რაზეც ეუთო-ს ანგარიშში არის საუბარი, რომ აუცილებელია საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო დახვეწა და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის. ყველას შეუძლია დაესწროს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის განხილვებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.