ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ როგორც დაიწყო ულტიმატუმით საუბარი, ასეთივე ულტიმატუმით დაასრულეს
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ როგორც დაიწყო ულტიმატუმით საუბარი, ასეთივე ულტიმატუმით დაასრულეს

ოპოზიციამ როგორც დაიწყო ულტიმატუმით საუბარი, ასეთივე ულტიმატუმით დაასრულეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ  სტრატეგიულ პარტნიორებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ პუნქტების ჩამონათვალში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იქნებოდა, შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ.

„ჩვენ არავისგან არაფერს ვითხოვდით. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი და არაფერი ოპოზიციას. მათი მხრიდან ვითომ კომპრომისი იყო, რომ პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ. ამის მიუხედავად, ჩვენ დავსხედით მოლაპარაკებათა მაგიდასთან. მზად ვიყავით, იქ ჩამოთვლილ ყველა პუნქტზე გვემსჯელა, ხელი მოგვეწერა. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იყო მოსაზრებები, რაც უნდა დაზუსტებულიყო, რომ საბოტაჟის განხორციელების უფლება არავის ჰქონოდა, არც ოპოზიციას, არც „ქართულ ოცნებას“. ოპოზიციამ როგორც დაიწყო ულტიმატუმით საუბარი, ასეთივე ულტიმატუმით დაასრულეს. მათ ულტიმატუმი წაუყენეს ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ თუ არ იქნებოდა საკითხი რიგგარეშე არჩევნებზე, ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ხელი ვინ არ მოაწერა ხელი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.