ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ აქციის გადადებით აღიარა, რომ გასული იყვნენ სამართლებრივი სივრციდან, ეს ნიშნავს, რომ სურვილი აქვთ, დაუბრუნდნენ მაგიდას, ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ აქციის გადადებით აღიარა, რომ გასული იყვნენ სამართლებრივი სივრციდან, ეს ნიშნავს, რომ სურვილი აქვთ, დაუბრუნდნენ მაგიდას, ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ

ოპოზიციამ აქციის გადადებით აღიარა, რომ გასული იყვნენ სამართლებრივი სივრციდან, ეს ნიშნავს, რომ სურვილი აქვთ, დაუბრუნდნენ მაგიდას, ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორ ოხანაშვილი აცხადებს, ის ფიქრობს, რომ ოპოზიციის მხრიდან აქციის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაგვიანებულია.

„ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს არის დაგვიანებულია და ფაქტია, მათ აღიარეს, რომ ისინი გასული იყვნენ სამართლებრივი სივრციდან. ეს ნიშნავს აღიარებას იმის, რომ მათ სურვილი აქვთ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას. ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ აღიარებენ, რომ არ იყვნენ მოსურნე მოლაპარაკების და დიალოგის. თუ მათ ამის სურვილი ექნებოდათ, ისინი არ იქნებოდნენ ასეთ რადიკალიზაციაში შესულნი და აქამდე გააკეთებდნენ ასეთ განცხადებებს. ეს არის დაგვიანებული, თუმცა, თუ მათ მართლაც აქვთ სურვილი, ეს კიდევ საკითხავი და გასარკვევია. ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, ისინი საუბრობენ, თითქოს მოლაპარაკებებზე. თუმცა მეორე მხრივ, ხედავთ, რომ აწყობენ პროვოკაციებს, ცდილობენ, პოლიციელების წინააღმდეგ იმოქმედონ და ყველანაირ კანონის ფარგლებს მიღმა გავიდნენ, რაც არის ძალიან მძიმე რამ. ჩვენ ამ ყველაფერს ვუპასუხებთ მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში და, რა თქმა უნდა, როგორც არამდე ვაცხადებდით, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. თუმცა ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, კიდევ ხომ არ სურთ გავიდნენ კანონს მიღმა და მათი შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს ყოველთვის კანონის შესაბამისად, თუ ამ პრინციპის ერთგულნი იქნებიან ეს გასარკვევია, ვინაიდან ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ მათ არ სურთ კანონის უზენაესობის დაცვა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მისცენ ვადა, ხელისუფლებას და გადადონ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია.