ანრი ოხანაშვილი - ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან, რეალური მიზანი ხელისუფლების დამხობაა
ანრი ოხანაშვილი - ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან, რეალური მიზანი ხელისუფლების დამხობაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, აჩვენოს, თითქოს რაიმეს აპროტესტებენ, სინამდვილეში კი მათი რეალური მიზანი, ხელისუფლების დამხობაა.

„ყველა მათი განცხადება, ყველა მათი გამოხატულება აზრისა თუ ქმედების, არის საბაბი, რომ პროცესები გაიწელოს, იმიტაცია შეიქმნას, თითქოს რაღაცას აპროტესტებენ. თუმცა, მათი რეალური მიზანი და ზრახვა არის ხელისუფლების დამხობა. ნურავის ექნება ილუზია, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან. მათი ამოსავალი მიზანია ხელისუფლების დამხობა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა და ქართული სახელმწიფოს გაჩერება. ერთ შემთხვევაში. საბაბად გამოიყენეს გავრილოვის შემთხვევა, ახლა საბაბად იყენებენ საარჩევნო სისტემის შემთხვევას და თქვენ ნუ დაიჯერებთ, რომ მათ მართლაც სურთ რომელიმე საარჩევნო მოდელის შემოტანა. ეს არის საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოემზადებოდნენ იმ საარჩევნო სისტემის ფარგლებში, რომელიც გვაქვს და რომლის ფარგლებშიც შეცვლილა ხელისუფლება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს დემოკრატიული საარჩევნო მოდელი არ არის“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და ეს ნათლად გამოჩნდა.

„ძალიან კარგად გაიშიფრნენ, რომ მათი შემოთავაზებული მოდელი კონსტიტუციასთან იყო წინააღმდეგობაში. შემდგომ შეცვალეს და დაიწყეს გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვერსიაზე საუბარი, შემდგომ დაიწყეს ქართულ მოდელზე საუბარი და რეალურად მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოდელი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საბაბი რომ დრო გაიწელოს და პროცესი გადავიდეს ქუჩაში. ესეც მანიპულაციაა, რომ როდესაც ყველა გონიერი იურისტი თანხმდება, რომ ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ამაზე მიმართო საერთაშორისო ორგანიზაციას და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენო თავი. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაქვს, პრობლემა კი არ გვაქვს ვინმესთან მიმართვის“ ,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი