ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, არც პარლამენტს და არც სასამართლოს ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე არ უმსჯელია.

„სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახეობა გამოიყენა და კონკრეტული ვალდებულებები დააკისრა. მელია ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულებები. შესაბამისად, მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ჩვენ ამ ეტაპზე არ განგვიხილავს. ამ ეტაპზე მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ არის. შესაბამისად, ნიკა მელია ვალდებულია დაექვემდებაროს, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული და დაკისრებულ ვალდებულებებს. ამ ადამიანს როგორც კი ჩაბარდება განჩინება ვალდებულია, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს მიმართოს და სამართალდამცავი ორგანო განჩინებაზე დაყრდნობით იმსჯელებს, რა უფლებამოსილებას მიანიჭებს მელიას, გამოცხადდეს თუ არ გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაეკისრა ვალდებულება, რომ საცხოვრებელი სახლი არ დატოვოს შესაბამისი ნებართვის გარეშე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას გუშინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.