ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიამ რაც არ უნდა იჭირვეულოს, საბოლოოდ მაინც იტყვის, რომ ამნისტიის აქტი მასზეც გავრცელდეს
ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიამ რაც არ უნდა იჭირვეულოს, საბოლოოდ მაინც იტყვის, რომ ამნისტიის აქტი მასზეც გავრცელდეს

ვინმე თუ ცდილობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე კითხვის ნიშნები დასვას, ეს არის ამ დოკოუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” შეთანხმების ერთგული რჩება.

„საჩქარო თუ არ არის და არ ეჩქარება, მელიას შეუძლია, იქ დარჩეს, სადაც არის. თუ ამნისტიის აქტის მიღება არ ეჩქარებათ, შეუძლიათ, მონაწილეობა არც ამაში მიიღონ. „ქართული ოცნება” შეთანხმების ერთგული რჩება, ამნისტიის აქტს მივიღებთ და ნიკა მელიამ რაც არ უნდა იჭირვეულოს, საბოლოოდ მაინც იტყვის, რომ მასზეც გავრცელდეს ამნისტიის აქტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.